Accentnews.ge
სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

17/01/2022 13:54:03 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე საპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები გამოცხადდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატების შერჩევა მოხდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიების მიერ.

გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის პირობები (წარმოსადგენი დოკუმენტების სია, დოკუმენტების წარმოდგენის ვადები და ა.შ.) გამოქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე - www.hr.gov.ge, მას შემდეგ, რაც დაკომპლექტდება საკონკურსო კომისია, რომელიც გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის პირობებს განსაზღვრავს.

შეგახსენებ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ინსპექტორის სამსახური გაუქმდა და მის ბაზაზე ორი უწყება შეიქმნება. გადაწყვეტილება უწყების მისამართით ტურმად შეაფასა ინსპექტორის სამსახურმა.

გადაწყვეტილებას შეშფოთება მოჰყვა არა მხოლოდ ადგილობრივ დონეზე, არამედ ქვეყნის პარტნიორების მხრიდან:

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S