Accentnews.ge
ზალკალიანი: "ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა, რომ ალიანსის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ გადაიხედება"

ზალკალიანი: "ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა, რომ ალიანსის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ გადაიხედება"

17/01/2022 18:12:09 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნაყოფიერად აფასებს ნატო-ს გენერალურ მდივანთან სეხვედრას და აცხადებს, რომ ყველა მისი მოლოდინი დადასტურდა. შეხვედრა ბრიუსელში გაიმართა. ხოლო ფონია რუსეთის მიერ ნატო–სთვის წაყენებული ულტიმატუმი, გაუქმდეს ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებიან და გაიცეს გარანტიები ალიანსის აღმოსავლეთით არგაფართოების თაობაზე.

„გენერალურმა მდივანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომ არ იქნება არანაირი გადახედვა ნატო-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, რომ მთავარი პრიორიტეტი და წითელი ხაზები გადის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე და ჩვენს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, ნატო-ს მხრიდან არის მზაობა, რომ გაგრძელდეს რუსეთის ფედერაციასთან დიალოგი და არსებობს მიმართულებები, რომლებზეც შესაძლებელია საუბარი, თუმცა, მინისტრის განმარტებით, არ იქნება კომპრომისი იმ წითელ ხაზებთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს დღის წესრიგი ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით შენარჩუნებული იქნება:

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ნატოელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის რეჟიმში, რომ ეს პროცესი არ დაზიანდეს და რა დაგეგმილი ღონისძიებებიც გვქონდა, ყველა ჩატარდეს შესაბამის ვადებში და დატვირთული იყოს იმ შესაბამისი შინაარსით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები დავდოთ მადრიდის სამიტზე“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S