
"NATO არ აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს"
26/08/2019 12:41:08 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
NATO არ აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელ წერს.
"NATO-ს მოკავშირეები არ აღიარებენ საქართველოს რეგიონებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ალიანსსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერს ჯეიმს აპატურაი.
ცნობისთვის: ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართა, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. დაინიშნა დე ფაქტო არჩევნების მეორე ტური, რომელიც 8 სექტემბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ თავმჯდომარე ალხას კვიციანია მიიღებენ.