ლიეტუვამ რუსეთ-საქართველოს ომში დაზარალებულთა ფონდში თანხა შეიტანა

18-01-2022 15:02:05 საზოგადოება

ლიეტუვამ ნებაყოფლობითი წვლილი შეიტანა 2008 წელს საქართველოში რუსული აგრესიის მსხვერპლთა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროგრამაში, – იუწყება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 20 000 ევროს ოდენობის შემოწირულობა გამოიყო მსხვერპლთა ფონდის მხარდასაჭერად, რომელიც გასულ წელს ამოქმედდა:

„2008 წელს საქართველოში რუსული აგრესიის მსხვერპლები კვლავ განიცდიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტრავმას, მათ ჯერ კიდევ სჭირდებათ დახმარება, მკურნალობა და მატერიალური მხარდაჭერა“.

განიმარტა, რომ ფონდი ახორციელებს ფიზიკურ და ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას ან მატერიალურ დახმარებას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მსხვერპლების.

2020 წლის დეკემბერში გამოცხადდა აგვისტოს ომის მსხვერპლთა დახმარების სამწლიანი პროგრამის დაწყება 600 ათასი ევროს ოდენობით.

აგვისტოს ომის მოვლენებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს 2016 წლიდან

ახალი ამბები

სხვა სიახლეები