„რეგიონი კიდევ ერთ ომს ვერ გადაიტანს“– უკრაინის უსაფრთხოების კრიზისის ფონზე ერდოღანი გაფრთხილებით გამოდის

18-01-2022 20:43:07 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი ეხმიანება უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ შექმნილ კრიზისს და გამოდის გაფრთხილებით, რომ რეგიონი კიდევ ერთ ომს ვერ გადაიტანს.

ამასთან, მას არარეალისტურად მიაჩნია უკრაინაში რუსეთის შეჭრის სცენარი, რადგან მისი თქმით, უკრაინა ძლიერი ქვეყანაა.

"უკრაინაში რუსეთის შეჭრა არარეალისტური სცენარია, რადგან უკრაინა ჩვეულებრივი ქვეყანა არ არის – ის ძლიერი ქვეყანაა. გარდა ამისა, იმისათვის, რომ რუსეთმა გადადგას ეს ნაბიჯი, უნდა გადახედოს სიტუაციას მთელ მსოფლიოში და საკუთარი მდგომარეობას".

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი პოლიტიკის ისტორიიდან უნდა გაქრეს:

"ეს ყველაფერი არ გამოდგება მსჯელობის გამოყენებით: "მე დავიკავებ ადგილებს, ავიღებ მათ".

ერდოღანმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საკითხის განხილვის აუცილებლობას.

იხილეთ ასევე: კრემლში ერდოღანის შეთავაზებას პასუხობენ

შეგახსენებთ, რომ ნატო–ს წევრი თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება ყირიმის უკანონო ანექსიას. პრეზიდენტმა ერდოღანმა ოქტომბერში შესთავაზა მხარეებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ასევე განაცხადა, რომ თურქეთი კონტაქტზეა როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან და აღნიშნა, რომ ანკარამ ორივე მხარეს სიმშვიდის შენარჩუნება და სიტუაციის დეესკალაცია ურჩია. პირველად საპასუხოდ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარყო ანკარას შეთავაზება მოსკოვში ჟურნალისტებთან საუბრისას და თქვა: „ფაქტია, რომ რუსეთი არ არის დონბასში კონფლიქტის მხარე. ასეთ სამიტზე შეუძლებელი იქნება პრობლემის გადაჭრის გზების პოვნა“. თავის მხრივ, უკრაინა მიესალმა ანკარის განცხადებებს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბრიფინგზე განაცხადა: „ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ მცდელობას, რომელიც დაგვეხმარება ამ ომის დასასრულებლად, უკრაინის ტერიტორიების დაბრუნებაში, რომლებიც ამჟამად რუსეთის კონტროლს ექვემდებარება".

შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე თვეა, უკრაინის საზღვართან რუსეთს სამხედრო ძალა ჰყავს მობილიზებული. ამასთან, ნატო–ს ულტიმატუმი წაუყენა, რომელიც აღმოსავლეთით არგაფართოების თაობაზე იურიდიული გარანტიების გაცემას და ფაქტობრივად რეგიონის მის გავლენის სფეროდ აღიარებას გულისხმობს. აღნიშნულის თაობაზე სამი შეხვედრა შედგა გასულ კვირაში დასავლელ და რუს დიპლომატებს შორის.

თეთრ სახლში განაცხადაეს, რომ ფლობენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, რუსეთი პროვოკაციას გეგმავს უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების საწარმოებლად საბაბის შექმნისთვის. დასავლეთი რუსეთს "მაღალი ფასის" შესახებ აფრთხილებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები