აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ სანატორიუმ "ქართლში" გარდაცვლილი, ზურაბ ჭიჭოშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

18-01-2022 21:54:55 საზოგადოება ,რეკლამა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და მთავრობის წევრებთან ერთად სანატორიუმ "ქართლში" გარდაცვლილ ზურაბ ჭიჭოშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ ზურაბ ჭიჭოშვილის პანაშვიდზე მივიდა და გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ზურაბ ჭიჭოშვილის ოჯახს დახმარება აღმოუჩინა და გარდაცვლილის ოჯახის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები