
დავით ზალკალიანი ლიეტუვას ეწვევა
19/01/2022 06:00:00 საგარეო პოლიტიკა
19-21 იანვარს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვევა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან, სეიმის სპიკერ ვიქტორია სმილიტე-ნიელსენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისთან.
ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალს და ლიეტუვაში ემიგრირებული ქართველი ოფიცრის, დათიკო მაჭავარიანის საფლავს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021