ბლინკენი: "რუსეთს შეუძლია, უკრაინაზე შეტევაუმოკლეს დროში დაიწყოს"

19-01-2022 15:15:04 ევროპა

რუსეთს აქვს შესაძლებლობა, უკრაინაზე თავდასხმა ძალიან მოკლე დროში განახორციელოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიევში განაცხადა, სადაც მაღალი რანგის შეხვედრები აქვს დაგეგმილი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, უკრაინის საზღვრის მახლობლად რუსეთის ჯარების მობილიზაცია ყოველგვარი პროვოკაციის და მიზეზის გარეშე ხდება.

ენტონი ბლინკენმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი აირჩევს დიპლომატიურ და მშვიდობიან გზას, თუმცა აღნინა ისიც, რომ ეს კრემლის ლიდერზე იქნება დამოკიდებული:

„ჩვენ ვიცით, რომ არსებობს გეგმები უკრაინის საზღვართან რუსული ძალების გაზრდის შესახებ. ეს პრეზიდენტ პუტინს აძლევს შესაძლებლობას, ასევე ძალიან მოკლე დროში, განახორციელოს შემდგომი აგრესიული ქმედება უკრაინის წინააღმდეგ“.

ბლინკენი 19 იანვარს ჩავიდა კიევში და შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ხოლო 21 იანვარს ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდება უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ რუსეთის მიერ შექმნილ კრიზისზე სასაუბროდ.

იხილეთ ასევე: „უკიდურესად სახიფათო ვითარებაა: ვართ მდგომარეობაში, რომ რუსეთს შეუძლია, დაიწყოს შეტევა უკრაინაზე“

ახალი ამბები

სხვა სიახლეები