რას სთავაზობს გახარიას პარტია ენმ-სა და "ქართულ ოცნებას"

20-01-2022 16:38:44 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების და კომისიების თავმჯდომარეების პოზიციებს სთავაზობს როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს,– ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც მას შემეგ გაიმართა, რაც წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას თანაგუნდელი კორნელი სალია აირჩიეს.

„როდესაც ჩვენ წარვადგენთ ჩვენს კანდიდატებს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციებზე, ორივე პარტიის წარმომადგენლებს, როგორც "ოცნების" ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, ვთავაზობთ, დაგვიჭირონ მხარი და ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების კანდიდატურაზე და კომისიების ფორმირების პროცესში თანაბრად უნდა იქნეს წარმოდგენილი ორივე პოლიტიკური პარტია.

იმ ოპოზიციურ საკრებულოებსა და მინიციპალიტეტებში, სადაც ოპოზიციას აქვს უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ოპოზიციური უპირატესობით უნდა იყოს პოზიციები წარმოდგენილი საკრებულოებში, თუმცა არა ისე, როგორც ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს“ – განაცხადა ბერდია სიჭნავამ.

წალენჯიხის საკრებულოს წევრების გადაწყვეტილების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გახარიას პარტია ენმ–სთან ალიანსში დაადანაშაულა, რასაც პარტიაში „საქართველოსთვის“ ღიმილისმომგვრელი უწოდეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები