ზელენსკი: "გვინდა, შევახსენოთ დიდ სახელმწიფოებს, რომ არ არსებობს "მცირე შეჭრა" და "პატარა ერი"

20-01-2022 22:29:01 ევროპა

გვინდა, შევახსენოთ დიდ სახელმწიფოებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს და სავარაუდოდ, ეხმიანება თეთრი სახლის ლიდერ ჯო ბაიდენის განცხადებას, როდესაც მან ფორმულირება "მცირე შეჭრა" გამოიყენა და რის გამოც კრიტიკის ობიექტიც გახდა.

„გვინდა, შევახსენოთ დიდ სახელმწიფოებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერი. ისევე როგორც არ არსებობს მცირე მსხვერპლი და ახლობლების დაკარგვით გამოწვეული მცირე მწუხარება. ამას ვამბობ როგორც უკრაინის, დიდი სახელმწიფოს პრეზიდენტი“, – წელს ზელენსკი "ტვიტერზე".

პრესკონფერენციაზე ბაიდენმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

„ერთი საკითხია მცირე შეჭრა და იმაზე დავა, თუ რა მოვიმოქმედოთ ან არ მოვიმოქმედოთ. თუმცა, თუ ისინი რეალურად გააკეთებენ იმას, რისი უნარიც შესწევთ საზღვართან თავმოყრილი ძალებით, ეს იქნება კატასტროფა რუსეთისთვის, თუ ისინი შემდგომში შეიჭრებიან უკრაინაში. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, მიაყენონ სერიოზული ზიანი რუსეთს და რუსეთის ეკონომიკას. რუსეთს პასუხისგება მოუწევს შეჭრის შემთხვევაში“.

განცხადებას მალევე მოჰყვა თეთრი სახლის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ნებისმიერი რუსული ძალის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა იქნება განახლებული შეჭრად და ამას მოჰყვება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი შეერთებული შტატებისა და მოკავშირეებისგან:

"პრეზიდენტმა ბაიდენმა თავისი დიდი ხნის გამოციდილებით იცით, რომ რუსეთს აქვს არასამხედრო აგრესიული ქმედებების დიდი მარაგი, მათ შორი კიბერშეტევები და გასამხედროებული ტაქტიკები. დღეს მან დაადასტურა, რომ რუსეთის აგრესიის ამ აქტებს მოჰყვება გადამწყვეტი, შესაბამისი და ერთიანი პასუხი".

როგორც ჩანს ბაიდენის განცხადებამ დაბნეულობა გამოიწვია კიევშიც. CNN-ი ესაუბრა უკრაინის მთავრობის წარმომადგენელს, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით განაცხადა, რომ კიევი შოკირებული და განცვიფრებულია პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით.

მისი თქმით, კიევისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ბაიდენი რუსეთის შეჭრას მცირე და ფართომასშტაბიან კატეგორიებად თუ განიხილავდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები