თბილისი და ხუთი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

21-01-2022 10:50:57 საზოგადოება

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დედაქალაქსა და ხუთ რეგიონზე მოდის. კერძოდ:

  • თბილისში გამოვლენილია 5 052 შემთხვევა,
  • აჭარა – 851,
  • იმერეთი – 861,
  • ქვემო ქართლი – 351,
  • შიდა ქართლი – 538,
  • გურია – 119,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 334,
  • კახეთი -277,
  • მცხეთა-მთიანეთი – 176,
  • სამცხე-ჯავახეთი – 165,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 43.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 64 625 საიდანაც:

  • 4 342 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 858, აჭარაში – 612, იმერეთში – 795.
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 992 პირი, მათ შორის, თბილისში – 419, აჭარაში – 131, იმერეთში – 249. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 286 პირი, მათგან თბილისში – 157, აჭარაში – 50, იმერეთში – 20.
  • 1 895 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 139 – თბილისში, 563 – აჭარაში.
  • 58 388 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 33, ხოლო აჭარაში – ექვსი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 20 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები