2008 წელს დაკარგულ სამ ოს ახალგაზრდასთან დაკავშირებით ერგნეთში შეხვედრა მიმდინარეობს

21-01-2022 13:01:11 საზოგადოება

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში ერთმანეთს ეუთოს მისიის ახალი ხელმძღვანელი, პოლონეთის წარმომადგენელი ვიორელ მოსანუ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი 2008 წელს დაკარგული ოსი ახალგაზრდების მშობლებს შეხვდებიან.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეხვედრის მხოლოდ საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობს.

შეხვედრის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ცნობილია, რომ საქმე ეხება 2008 წლის ომის შემდეგ სამი ცხინვალელი ახალგაზრდის – ხუგაევის, ხაჩიროვის და პლიევის უგზო-უკვლოდ დაკარგვის საკითხს.

არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობდა გამოძიება, დაიკითხნენ დაკარგულთა მშობლები, თუმცა ამ დრომდე მათ კვალს ვერ მიაგნეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები