უკრაინის დაზვერვა: "რუსეთი აქტიურად აწარმოებს დაქირავებულ მებრძოლთა შეკრებას“

21-01-2022 14:26:30 ევროპა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, რუსეთი ბოლო კვირის მანძილზე აქტიურად აძლიერებს დონბასში მოქმედ უკანონო პრორუსულ შეიარაღებულ ძალებს.

უწყების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 7 იანვრიდან დაწყებული რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონბასელი სეპარატისტებმა შეიარაღებაში მიიღეს ტანკები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, საბრძოლო მასალა და სხვა აღჭურვილობა, 7 000 ტონა საწვავი.

უკრაინის სამხედრო დაზვერვისვე ცნობით, რუსეთში შექმნილი გადაბირების ცენტრებში ხორციელდება „დაქირავებული მებრძოლების აქტიური შეკრება, რომლებიც ინტენსიური მომზადების შემდეგ დონეცკსა და ლუგანსკში იგზავნებიან.

თავის მხრივ დონბასელი და ლუგანსკელი სეპარატისტები ამტკიცებენ, რომ კიევმა აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში გადაისროლა 8 ერთეული „სმერჩისა“ და „ურაგანის“ ტიპის რეაქტიული სისტემები, რასაც სეპარატისტები „აქტიური საბრძოლო მოქმედებების გაჩაღებისათვის“ სამზადისად მიიჩნევენ.

იხილეთ ასევე: უკრაინის დაზვერვა: "რუსეთმა ჯარების მობილიზება თითქმის დაასრულა და შეტევა შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები