უკრაინის დაზვერვა: "რუსეთმა ჯარების მობილიზება თითქმის დაასრულა და შეტევა შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს"

19-01-2022 17:05:30 ევროპა

​უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა სასაზღვრო ზონაში ჯარების მობილიზაცია თითქმის დაასრულა და ამ დროისთვის 127 000-ზე მეტი ჯარისკაცს მოუყარა თავი.

უწყების მონაცემებით, რომელც მან CNN–ს ექსკლუზიურად გაუზიარა, რუსეთმა შეტევა შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის მიმართულებაზე რუსული საარმიო ნაწილების სახმელეთო ჯარების შემადგენლობა 106 000 ჯარისკაცს მოიცავს, რასაც ემატება საზღვაო და სახმელეთო კომპონენტი.

ანგარიშის მიხედვით, რუსეთმა დასავლეთ საზღვრებზე ჯარები ცენტრალური და აღმოსავლეთის რეგიონებიდან გრძელვადიანი პერსპექტივით განათავსა:

„რუსეთს საზღვრებზე გადაჰყავს შეიარაღების მარაგი, საველე საავადმყოფოები და გადაჰყავს უსაფრთხოების სამსახურები. რუსეთი მხარს უჭერს 35 000-ზე მეტ მეამბოხეს აღმოსავლეთ უკრაინაში და ჰყავს დაახლოებით 3 000 საკუთარი სამხედრო მოსამსახურე მეამბოხეების ტერიტორიაზე“.

იხილეთ ასევე: „უკიდურესად სახიფათო ვითარებაა: ვართ მდგომარეობაში, რომ რუსეთს შეუძლია, დაიწყოს შეტევა უკრაინაზე“

ბლინკენი: "რუსეთს შეუძლია, უკრაინაზე შეტევაუმოკლეს დროში დაიწყოს"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები