ერდოღანი უკრაინაში ვიზიტს გეგმავს

21-01-2022 15:28:08 ევროპა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტს თებერვლის დასაწყისისთვის გეგმავს.

როგორც ერდოღანმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ რეგიონში გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, დროულად შეახვედრებს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს.

„მომავალი თვის დასაწყისში უკრაინაში ვიზიტი მაქვს. ვიმედოვნებ, რეგიონში მშვიდობა დამყარდება“,– განაცხადა ერდოღანმა.

ცოტა ხნის წინ ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „თურქეთი უკრაინის ოკუპაციის წინააღმდეგია“, რომ არ მიაჩნია რეალისტურ სცენარად უკრაინაში სეჭრა და რომ რეგიონი კიდევ ერთ ომს ვერ გადაიტანს.

მოგვიანებით ერდოღანის პრეს–სპიკერმა კიდევ ერთხელ გააჟღერა ერდოღანის მზადყოფნა, ანკარაში უმასპინძლოს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს.

ნატო–ს წევრი თურქეთი უკრაინასა და რუსეთან კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს, თუმცა სირიასა და ლიბიაში რუსეთი და თურქეთი მოწინააღმდეგე მხარეებს უჭერენ მხარს.

თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა უკრაინას, რასაც მოკოვის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები