Accentnews.ge
რუსეთის საგარეო უწყება: „ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მიმართებით მეტად გაწონასწორებულ პოლიტიკას აწარმოებს"

რუსეთის საგარეო უწყება: „ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მიმართებით მეტად გაწონასწორებულ პოლიტიკას აწარმოებს"

21/01/2022 13:12:01 საგარეო პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყების ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ ასახელებს საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის პირობებს.

„საუბარია საქართველოში ვითარების სტაბილიზაციაზე, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტასა და ჩვენი მოქალაქეების მიმართ საფრთხის გაქრობაზე. არ შეგვიძლია სანიტარულ- ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის უგულებელყოფაც. რუსეთი იძულებული იყო შემოეღო ხსენებული შეზღუდვები ქართველი რადიკალების ცნობილ პროვოკაციაზე რეაგირებისთვის“,- ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთან, უწყება ურთიერთობების ნორმალიზების აუცილებლობაზეც მიუთითებს და საქართველოსგან „გაწონასწორებული პოლიტიკის წარმოების“ იმედი აქვს:

„ჩვენ ვრჩებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების, არსებული უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და განვითარების მიზნების ერთგული - ეს ყველაფერი ჩვენი ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებშია. თუმცა, ასეთი პროცესი ორმხრივი უნდა იყოს. ვიმედოვნებთ საქართველოს ხელისუფლება წარსულიდან გაკვეთილებს გამოიტანს და რუსეთთან მიმართებით მეტად გაწონასწორებულ პოლიტიკას აწარმოებს".

შეგახსენებთ, რომ კრემლის ლიდერის გადაწყვტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა ანტისაოკუპაციო აქციები. უშუალოდ აქციების კი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომუნისტი წევრის პარლამენტში ვიზიტი და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოთავსება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S