Accentnews.ge
„ისტორიული შანსი გაქვს, გამოჩნდე როგორც ღირსების და ღირებულებების მქონე ლიდერი“ – ჯაფარიძე ღარიბაშვილს მიმართავს

„ისტორიული შანსი გაქვს, გამოჩნდე როგორც ღირსების და ღირებულებების მქონე ლიდერი“ – ჯაფარიძე ღარიბაშვილს მიმართავს

21/01/2022 13:19:43 საგარეო პოლიტიკა

„გირჩი–მეტი თავსიუფლების“ დამფუძნებელუ ზურა ჯაფარიძე პრემიერ–მინისტრ ირაკლი რარიბაშვილს მოუოდებს, ჩავიდეს უკრაინაში და სოლიდარობა გამოუცხადოს ქვეყანას უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის ფონზე.

„გერბზე რომ გვიწერია "ძალა ერთობაშია", ეგ მარტო ჯოკერში "პარა-პარაზე" ვრცელდება?

ჩადი უკრაინაში, მხარდაჭერა გამოუცხადე და თქვი რომ დღეს იქ იგივე ხდება, რაც 2008-ში აქ მოხდა.

მიუხედავად ყველაფრისა, ისტორიული შანსი გაქვს, გამოჩნდე როგორც ღირსების და ღირებულებების მქონე ლიდერი და ამ ქვეყანასაც დაუბრუნო ღირსება და ადგილი პოლიტიკურ რუკაზე. მერე, როცა ჩახვალ ვაშინგტონში ან ბრიუსელში, ნახავ, როგორ ხვდებიან ღირსების მქონე ქვეყნის წარმომადგენელს, განსხვავებას იგრძნობ დამოკიდებულებაში. ან შენს შემდეგ ვინც იქნება, ის ნახავს.

„მთელი ცხოვრება პოლიტიკოსობაზე ვოცნებობდიო“ და ესაა პოლიტიკა? ჩირგვში გასუსული ჯდომა არაა პოლიტიკა და ჩვენთვის რომ საზიანოა, ამის ახსნას არ დავიწყებ, აზრი არ აქვს“,– ამბობს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან სამხედროები ჰყავს მობილიზებული. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზ მორიგი სამედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S