თბილისი და ხუთი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

22-01-2022 11:01:06 საზოგადოება

საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 11 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 199 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 63 875 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 38 686, „პისიარ“ ტესტით – 25 189.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 17,28%, ბოლო 14 დღის – 11,98%, ბოლო შვიდი დღის – 14,32%.

  • გამოვლენილი ინფიცირების 11 039 ახალი შემთხვევიდან:
  • თბილისში გამოვლენილია 6 027 შემთხვევა,
  • აჭარაში – 1 167,
  • იმერეთში – 1 323,
  • ქვემო ქართლში – 512,
  • შიდა ქართლში – 475,
  • გურიაში – 218,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთში – 500,
  • კახეთში – 366,
  • მცხეთა-მთიანეთში – 203,
  • სამცხე-ჯავახეთში – 208,
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 70 423 საიდანაც:

4 462 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 938, აჭარაში – 610, იმერეთში – 821.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 989 პირი, მათ შორის, თბილისში – 422, აჭარაში – 123, იმერეთში – 250. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი, მათგან თბილისში – 152, აჭარაში – 50, იმერეთში – 20.

1 921 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 109 – თბილისში, 626 – აჭარაში.

64 040 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.​

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 33, ხოლო აჭარაში – ექვსი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 21 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები