მორიგი ანტირეკორდი: კოვიდ–ინფიცირებულთა დღიურმა ნამატმა მკვეთრად იმატა

22-01-2022 10:45:45 საზოგადოება

საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიურ მაჩვენებელში მორიგი რეკორდული ნამატია. კერძოდ, გამოვლინდა ინფიცირების 11 039 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 199 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 63 875 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 38 686, „პისიარ“ ტესტით – 25 189.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 17,28%, ბოლო 14 დღის – 11,98%, ბოლო შვიდი დღის – 14,32%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 041 749 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 956 627 გამოჯანმრთელდა, 14 673 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 651 265 აცრა, დღიურად აცრილია 7 193.

კარანტინის რეჟიმშია 39, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 462 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 921 პირი.

21 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 8 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 173 პაციენტი, 49 კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები