როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კოვიდ–ინფიცირებულთან გვქონდა კონტაქტი – NCDC-ს ინსტრუქცია

24-01-2022 18:30:06 საზოგადოება ,ეს საინტერესოა

დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ინფიცირებულის კონტაქტებისთვის კარანტინის წესებსა და სამოქმედო ინსტრუქციას აქვეყნებს:

  • "შეწყვიტეთ დაუცველი კონტაქტი დაავადებულთან;
  • დაუყოვნებლივ გადადით თვითიზოლაციაში/კარანტიში 8 დღით და აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი მომდევნო 9-12 კალენდარული დღის განმავლობაში თუ: არ ხართ ან არასრულად ხართ აცრილი;
  • მე-2 დოზის მიღებიდან არ არის გასული 14 დღე;
  • მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 90 დღე;
  • კოვიდის გადატანიდან გასულია 60 დღეზე მეტი;
  • თვითიზოლაცია/კარანტინი არ გესაჭიროებათ თუ: გაკეთებული გაქვთ ბუსტერი;
  • ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 14-90 დღე;
  • კოვიდის გადატანიდან არ არის გასული 60 დღე;
  • აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში".

შეგახსენებთ, რომ გასული 24–საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 550 ადამიანი, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

ბოლო ერთი კვირაა, საქართვლოში მკვეთრად იმატებს კოვიდ–ინფიცირებულთა მაჩვენებელი, რასაც სპეციალისტები ქვეყანაში „ომიკრონის“ ფართო გავრელებას უკავშირებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები