Accentnews.ge
შსს-სთან ნატა ფერაძე დააკავეს

შსს-სთან ნატა ფერაძე დააკავეს

25/01/2022 12:24:09 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციაზე აქტივისტი ნატა ფერაძე სტიკერების გაკვრის გამო დააკავეს. ის, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები შშმ მოზარდზე პოლიციის მხრიდან ძალადობას აპროტესტებენ.

"არა მილიციას. არა ძალადობას", - სწორედ მსგავსი შინაარსის ბანერები აქვთ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს.

24 იანვარს მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორც სცემს მეტროში არასრულწლოვან შშმ პირს პოლიციელი. ამ საქმეზე დღეს, 25 იანვარს დილით სახელმწიფო ინსპექტორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი დააკავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S