"ეს სისტემური პრობლემაა" – პოლიციელის მხრიდან მოზარდზე ძალადობას შსს–სთან აპროტესტებენ

25-01-2022 15:21:35 საზოგადოება

მეტროსადგურ ისანში შშმ მოზარდზე პოლიციელის მხრიდან ძალადობის გასაპროტესტებლად მოქალაქეები თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან შეიკრიბნენ.

"რა ხდება მაშინ, როცა კარი დახურულია?" "არა მილიციას!" - ამ შნაარსის მქონე პლაკატები მიიტანეს აქტივისტებმა შსს-სთან.

ისინიმიიჩნევენ, რომ პრობლემა სისტემური ხასიათისაა და ეს პრობლემა მხოლოდ ორი პოლიციელის დაკავებით ვერ გადაიჭრება.

პოლიციელის მიერ შშმ არასრულწლოვანზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეომასალა გუშინ, 24 იანვარს გავრცელდა. ვიდეოკადრებში ჩანდა, როგორ სცემდა მეტროში პოლიციელი ბიჭს. მას უხსნიდნენ, რომ არასრულწლოვანს საუბარი არ შეეძლო. ისმის პოლიციელის რეპლიკა: "ეს ყრუ-მუნჯია?! რომ ავალაპარაკო ახლა?!".

ინსპექტორის სამსახურმა პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის (ძალადობის) ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 144 მესამე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ა","ბ" და "ზ" ქვეპუნქტებით დააკავა. მისი კოლეგა კ.ბ. კი, რომელმაც დანაშაული არ შეატყობინა სამართალდამცავებს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით - 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

იხილეთ ასევე: პოლიციელის მიერ მოზარდზე სასტიკი ძალადობის თვითმხილველები მომხდარის დეტალებს ყვებიან

ახალი ამბები

სხვა სიახლეები