სავარაუდოდ, პოლიციელის მოქალაქეზე ძალადობის ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო ვრცელდება – მსხვერპლი ამჯერად ქალია [ვიდეო]

25-01-2022 17:07:36 სამართალი

სოციალურ ქსელში პოლიციელის მიერ მოქალაქეზე ძალადობის ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა.

ვიდეოს გადაღების დრო დაკონკრეტეული არ არის, თუმა ჩანაწერში ისმის ხმა“პირბადე გაისწორე“. ამდენად, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ კადრები პანდემიის პერიოდშია გადაღებული. ვიდეოს გამავრცელებელი აცხადებს, რომ კადრები დღეს გადაიღეს.

ძალადობის მსხვერპლი ამჯერად ქალია. კადრში ჩანს, რომ პოლიციელი მას რამდენჯერმე ურტყამს სახეში.

„ჩემი წყარო ადასტურებს, რომ ის იყო რიგითი პოლიციელი, რომელიც ქალზე ძალადობდა. ჩემს წყაროს სურს, კონფიდენციალურობა შევინარჩუნო. ვიდეო ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშის სანაპიროზეა გადაღებული დაახლოებით, 16:00 საათზე“,– ამბობს პირი, რომელმაც ვიდეო გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მოზარდზე ძალადობის კადრები 24 იანვარსაც გავრცელდა. ფაქტზე ორი პოლიციელი დააკავეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები