„არ მოგასვენებთ ცემის პროტესტზე ცემისთვის!"– შსს-სთან გამართულ აქციაზე აქტივისტი  დაშავდა

25-01-2022 18:29:24 საზოგადოება

პოლიციელის მხრიდან მოზარდზე ძალადობის წინააღმდეგ შსს-სთან გამართულ აქციაზე აქტივისტი დაშავდა.

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, შუშანა მაცაბერიძეს პოლიციელმა რამდენჯერმე ჩაარტყა მუცლის არეში. ის კლინიკაში გადაიტყვანეს.

"შუშანას ჯერ ტოვებენ კლინიკაში. მუცლის არეში ტკივილი აქვს დარტყმისგან მწვავე. როგორც კი დიაგნოზი იქნება, ცხადია, ვუჩივლებთ ‘გაუქმებულ’ ინსპექტორთან. არ მოგასვენებთ ცემის პროტესტზე ცემისთვის". - ამბობს ელენე ხოშტარია.

24 იანვარს მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ურტყამს მეტროში არასრულწლოვან შშმ პირს ერთი პოლიციელი, მისი მეწყვილე კი ძალადობის ფაქტზე რეაგირებას არ ახდენს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები