Accentnews.ge
პროკურატურამ პოლიციელის მიერ ქალის ცემის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

პროკურატურამ პოლიციელის მიერ ქალის ცემის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

25/01/2022 15:41:13 სამართალი

პროკურატურამ მედიაში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, რომელშიც პოლიციელის მხრიდან ქალზე თავდასხმის ფაქტია ასახული, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ან მაქსიმუმ 1 წლამდე შინაპატიმრობას, ანდა თავისუფლების აღკვეთას მაქსიმუმ 1 წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

„საქართველოს პროკურატურამ მედიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ქალაქ ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტია ასახული, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უახლოეს პერიოდში მოხდება დაზარალებულის გამოკითხვა, ასევე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება“,– კითხულობთ განცხადებაში.

ძალადობის ამსახველი მორიგი ვიდეო დღეს, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა. ძალადობის მსხვერპლი ამჯერად ქალია. კადრში ჩანს, რომ პოლიციელი მას რამდენჯერმე ურტყამს სახეში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S