მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ პროკურატურის შენობის ახალი არქიტექტურული პროექტის განსახორციელებლად კონკურსი გამოცხადდა

25-01-2022 19:55:15 საზოგადოება ,რეკლამა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ პროკურატურის შენობის ახალი არქიტექტურული პროექტის განსახორციელებლად კონკურსი გამოცხადდა.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თბილისში საქართველოს პროკურატურის თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა აშენდება.

„მშენებლობა განხორციელდება საქართველოს პროკურატურის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის შედეგად ბიუჯეტში მობილიზებული თანხებით.

საქართველოს პროკურატურის ახალ შენობაში განთავსდება თბილისის რაიონული პროკურატურები, რომელთა თანამშრომლები უკვე არაერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოყოფილ ოთახებში მუშაობენ. ახალ შენობაში ასევე განთავსდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროკურატურის სასწავლო ცენტრი.

პროკურატურის ახალი შენობის პროექტი პროკურატურის თანამშრომელთა თანამედროვე სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, რაც პროკურატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები