Accentnews.ge
ვოლსკი – პოლიციელის მიერ შშმ მოზარდის ცემის ფაქტზე: "განზრახ ჩადენის ეჭვსაც ბადებს"

ვოლსკი – პოლიციელის მიერ შშმ მოზარდის ცემის ფაქტზე: "განზრახ ჩადენის ეჭვსაც ბადებს"

25/01/2022 16:00:21 პოლიტიკა

პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკის ეჭი აქვს, რომ პოლიციელმა შშმ პირ მეტროში განზრახ სცემა. ამის შესახებ მან გუშინ და დღეს გამართული აქციების შეფასებისას განაცხადა. აქციები ძალადობის წინააღმდეგ მას შემდეგ იმართება, რაც მედიამ პოლიციელის მიერ მოზარდზე ძალადობის ამსახველი კადრები გამოაქვეყნა. ძალადობის ამსახველი კადრები გავრცელდა დღესაც. ამ უკანასკნელში პოლიციელის მიერ ქალის ცემის ფაქტია ასახული.

დეპუტატმა შეაფასა ამ ფაქტის გასაპროტესტებლად გამართული საპროტესტო აქციები - მისი მონაწილეები და ორგანიზატორები.

„ესაა სექტა, რომელიც მხარს უჭერდა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილ და გამოცხადებულ სადიზმს, რამაც შეიწირა სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, გიორგი გამცემლიძე, ის აჭარელი ბიჭები და არაერთი სხვა, სია გრძელია! პროტესტის პათოსი იმდენად ყალბია, ხოლო დანაშაული იმდენად თვალსაჩინო და სრულიად შეუსაბამოა დღევანდელი პოლიციის ხასიათთან, რომ განზრახ ჩადენის ეჭვსაც ბადებს", - დაწერა გიორგი ვოლსკიმ „ფეისბუკის" პირად გვერდზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S