ბრიტანეთი მზადაა, აღმოსავლეთ ევროპაში ჯარები განალაგოს

25-01-2022 20:26:12 ევროპა

დიდი ბრიტანეთი მზადაა, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, NATO-ს მოკავშირეების დასაცავად, ევროპაში ჯარები განალაგოს. ამის შესახებ თემთა პალატაში პრემიერ–მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინი უკრაინის მხრიდან "მრისხანე" წინააღმდეგობას წააწყდება, დრიტანეთი და მისი მოკავშირეები აგრესიას მკაცრი ეკონომიკური სანქციებით უპასუხებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან სამხედროები ჰყავს მობილიზებული. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

ბაიდენმა 24 იანვარს, გვიან, თავის ევროპელ მოკაშირეებთან 80 - წუთიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ არის „სრული თანხმობა“ რუსეთის მიმართ დამოკიდებულების საკითხში.

მანამდე პენტაგონმა განაცხადა, რომ „მაღალ მზადყოფნაში“ მოიყვანა 8 500 ამერიკელი სამხედრო შესაძლო განთავსებისთვის რეგიონში ნატო–ს ყოფნის გასაძლიერებლად, რომელიც თავის მხრივ ამოსავლეთ ევროპაში წარმოდგენილობას აძლიერებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის თაობაზე მზარდი შეშფოთების ფონზე.

უფრო ადრე პენტაგონმა განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემებით, „აშკარაა, რომ რუსები არ აპირებენ დაძაბულობის განელებას“ და გამოაცხადა ამერიკული კონტინგენტის საბრძროლო მზადყოფნის შესახებ.

რუსეთმა უკრაინის მახლობლად ათასობით სამხედროსა და ათეულობით სამხედრო თვითმფრინავის ჩართულობით, სამხედრო მანევრები წამოიწყო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები