ჯანმო: „სახიფათოა ვარაუდი, რომ ფინალურ ფაზაში ვართ, რადგან იდეალური პირობებია ახალი ვარიანტების წარმოსაქმნელად“

25-01-2022 22:38:28 საზოგადოება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს გებრეისუსის განცხადებით, სახიფათოა ვარაუდი, რომ „ომიკრონი“ ბოლო ვარიანტი იქნება ან პანდემიის ფინალურ ფაზაში ვართ, რადგან გლობალურად იდეალური პირობებია ახალი ვარიანტების წარმოსაქმნელად.

ამასთან, მისი თქმით, ტედროს გებრეისუსის აზრით, რამდენიმე საკვანძო საკითხის გადაჭრის შემთხვევაში პანდემიის მწვავე ფაზა შეიძლება, წელს დასრულდეს:

"სხვადასხვა სცენარი არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება პანდემია და როგორ შეიძლება, დასრულდეს მწვავე ფაზა, მაგრამ სახიფათოა იმის ვარაუდი, რომ "ომიკრონი" ბოლო ვარიანტი იქნება ან ფინალურ ფაზაში ვართ. პირიქით, გლობალურად იდეალური პირობებია ახალი ვარიანტების წარმოსაქმნელად. პანდემიის კურსის შესაცვლელად უნდა შევცვალოთ ის ნაბიჯები, რაც ამას განაპირობებს. მართალია, რომ ახლო მომავალში კოვიდთან ერთად ვიცხოვრებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსს თავისუფლად მივუშვებთ და კვირაში 50 ათას გარდაცვლილს შევეგუებით," - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები