Accentnews.ge
კრიტიკის ფონზე გერმანია უკრაინას სამხედრო ჩაფხუტებს უგზავნის

კრიტიკის ფონზე გერმანია უკრაინას სამხედრო ჩაფხუტებს უგზავნის

26/01/2022 14:39:24 ევროპა

გერმანია უკრაინას 5 000 სამხედრო ჩაფხუტს გაუგზავნის. ამის შესახებ "ტვიტერზე" გერმანიის თავდაცვის სამინისტრო წერს.

თავდაცვის მინისტრმა, კრისტინე ლამბრეხტმა დახმარების შესახებ ბუნდესტაგში თავდაცვის კომიტეტს მოახსენა და აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

რუსეთის მხრიდან ესკალაციის ფონზე გერმანია უკრაინაში იარაღის მიწოდების მომხრე არაა, რის გამოც კრიტიკის ობიექტიც გახდა მოკავშირეებისგან.

იხილეთ ასევე: „ჩვენს დროში არ ეწერება!“ – გერმანია რუსეთის მიმართ პოლიტიკის გამო მოკავშირეებმა მკვეთრად გააკრიტიკეს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S