Accentnews.ge
რუსეთის საგარეო უწყება: "უკრაინასთან ომზე ფიქრიც კი მიუღებელია"

რუსეთის საგარეო უწყება: "უკრაინასთან ომზე ფიქრიც კი მიუღებელია"

28/01/2022 08:05:06 ევროპა, მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მათთვის უკრაინასთან ომზე ფიქრიც კი მიუღებელია.

"უკვე არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი ქვეყანა არავისზე თავდასხმას არ აპირებს. ჩვენს ხალხებს შორის ომზე ფიქრსაც კი მიუღებლად მივიჩნევთ", - განაცხადა ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსეი ზაიცევმა.

ომის საშიშროებასთან დაკავშირებით რუსული მედია სერგეი ლავროვის კომენტარსაც ავრცელებს. კერძოდ, ლავროვი ირწმუნება, რომ „ეს თუ დამოკიდებულია რუსეთზე, მაშინ ომი არ იქნება; ჩვენ ომები არ გვინდა, მაგრამ ასევე, არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების ფეხქვეშ გათელვას და მათი იგნორირების უფლებასაც არავის მივცემთ“.

სერგეი ლავროვმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ნატო-სგან მიღებულ წერილობით პასუხზეც გააკეთა კომენტარი:

„ნატო-სგან პასუხი იმდენად იდეოლოგიზირებული იყო, იმდენად გამოხატავდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გამორჩეულობას, მის განსაკუთრებულ მისიებს, რომ ცოტა შემრცხვა იმ ადამიანების ნაცვლად, ვინც ეს ტექსტები დაწერა“.

ამასთან, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ისა და ნატო-სგან წერილების მიღების შემდეგაც არ იცვლის საკუთარ პოზიციებს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.

უკრაინაზე რუსეთის მიერ მორიგი სამხედრო აგრესიის თაობაზე მოლოდინი დასავლეთში მას შემდეგ გამძაფრდა, რაც კრემლმა დიდი რაოდენობით სამხედრო ძალებს უკრაინის საზღვრებთან მოუყარა თავი და ნატოს მათ შორის დასავლეთით არგაფართოების თაობაზე გარანტიების გაცემა მოსთხოვა.

26 იანვარს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აშშ-მ რუსეთს წერილობითი პასუხი გასცა, რომელის შინაარსიც არ საჯაროვდება, თუმცა როგორც აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, ნატოს კარი ღია რჩება წევრობის მსურველთათვის. მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც განაცხადა, რომ რუსეთის მავარ მოთხოვნაზე წერილში დადებითი პასუხი არაა და რომ სამოქმედო გეგმის შესახებ გადაწყვეტილებას კრემლის ლიდერი მიიღებს.

იხილეთ ასევე: ბაიდენი: "დიდი შანსია, რომ რუსეთი უკრაინაში მომავალ თვეში შეიჭრება"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S