Accentnews.ge
კასპის საკრებულოს თავმჯდომარეს დიპლომის გაყალბებაში ადანაშაულებენ

კასპის საკრებულოს თავმჯდომარეს დიპლომის გაყალბებაში ადანაშაულებენ

28/01/2022 08:18:10 რეგიონები, საზოგადოება

კასპის ყოფილი მერის მანუჩარ მერებაშვილის ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს შმაგი ბეგლარაშვილს ყალბი დიპლომი აქვს.

კასპის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საკრებულოს თავმჯდომარის განათლების შესახებ მითითებულია, რომ ბეგლარაშვილმა 1992-97 წლებში უმაღლესი განათლება თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში მიიღო და 1997 წელს ამ უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა.

ყოფილი მერის ცნობით, აღნიშნულ წლებში თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ოფიციალურად რეგისტრირებული არ იყო, შესაბამისად ბეგლარიშვილის დიპლომი ყალბია:

„ინფორმაციაც კი არ აქვს, რომ ამ უნივერსიტეტში განათლების მიღებას ვერ დაიწყებდა, გამომდინარე იქიდან, რომ უნივერსიტეტს ამ დროისთვის რეგისტრაციაც კი არ გააჩნდა. ისეთივე ყალბია მისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, როგორიც თავად გახლავთ“.

მერებაშვილი ახალი საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს მოუწოდებს, შმაგი ბეგლარაშვილის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყონ.

ბრალდების ადრესატს კომენტარი არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S