Accentnews.ge
„ჩემი კომპეტენცია არაა“ – კადიროვი აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნას პასუხობს

„ჩემი კომპეტენცია არაა“ – კადიროვი აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნას პასუხობს

28/01/2022 10:31:36 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა უპასუხა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნას, გაათავისუფლოს ყველა უკანონო პატიმარი და განაცხადა, რომ ამ მოთხოვნების შესრულება მის „კომპეტენციაში არ შედის“. მათ შორის საუბარია ინსულტგადატანილი ასაკოვანი ქალის ბედზეც.

„შსს, პროკურატურა, საგამოძიებო კომიტეტი, და სხვები – ეს არის რეგიონული განყოფილებები, რომლებიც ფედერალურ ცენტრს, ანუ კრემლს ექვემდებარებიან. სუბიექტის ხელმძღვანელს, რუსეთის ფედერაციის კანონების მიხედვით, არ შეუძლია გასამართლება, შეწყალება, დაკავება, გათავისუფლება“, - განაცხადა კადიროვმა.

ამასთან, მან აშშ ადამიანის უფლებების დარღვევაში იქეთ დაადანაშაულა და მაგალითად მოიყვანა რასობრივი დისკრიმინაცია, სიკვდილით დასჯა. ამასთან ახსენა გუანტანამოს ციხე, სადაც, მისი აზრით, ადამიანებს ამყოფებენ გამოძიების და სასამართლოს გარეშე.

კადიროვმა ურჩია აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტს, თავად ისწავლოს ადამიანის უფლებებზე ზრუნვა, ვიდე რეკომენდაციებს გასცემს.

იხილეთ ასევე: ათასობით დაკარგული და ჯოჯოხეთი დედამიწაზე: რატომ უჩინარდებიან ადამიანები ჩეჩნეთში

  • ერთი დღით ადრე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გამოხატა შეშფოთება ჩეჩნეთის ხელისუფლების მიერ ათეულობით ადამიანის, მათ შორის ჩეჩენი უფლებადამცველების ნათესავებისა და დევნილი ოპოზიციის მოღვაწეების გატაცებისა და დაკავების შესახებ.
  • განცხადებაში კონკრეტულად არის ნახსენები ზარემა მუსაევა – უფლებადამცველი აბუბაკარ იანგულბაევის დედა, რომელიც ერთი კვირის წინ ნიჟნი ნოვგოროდიდან ჩეჩნეთში იძულებით გადაიყვანეს. ჩეჩნეთში, გასული წლის დეკემბრიდან, კადიროვის ემიგრაციაში მყოფი კრიტიკოსების ათობით ნათესავი გაიტაცეს.
  • უმეტესობა მოგვიანებით გაათავისუფლეს. ოპოზიციონერებს ოჯახის წევრების მიმართ ანგარიშსწორებით ემუქრებიან, თუ ისინი ჩეჩნეთის რეჟიმის კრიტიკას არ შეწყვეტენ.
  • 20 იანვარს იანგულბაევების ბინაში შეიჭრნენ პირები, რომლებმაც თავი ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებად წარადგინეს. მათ თან ჰქონდათ დოკუმენტი გადამდგარი მოსამართლის საიდი იანგულბაევისა და მისი მეუღლის ჩეჩნეთში თაღლითობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაკითხვის თაობაზე. ვინაიდან იანგულბაევის სტატუსი უზრუნველყოფს მის იმუნიტეტს, მხოლოდ დედამისი დააკავეს. მოგვიანებით განაცხადეს, რომ ქალს 15–დღიანი პატიმრობა განესაზღვრა პოლიციელებზე თავდასხმისა და მათი შეურაცხყოფისთვის.
  • ამის შემდეგ გატაცებული ინსულტგადატანილი, დიაბეტიანი ქლის ბედი უცნობია.
  • გასულ კვირას ევროკავშირმა მოუწოდა მოსკოს ქალის გათავისუფლებისკენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S