Accentnews.ge
დასავლეთმა სამიზნეში მათ შორის პუტინის საამაყო პროექტი ამოიღო

დასავლეთმა სამიზნეში მათ შორის პუტინის საამაყო პროექტი ამოიღო

28/01/2022 11:27:14 ევროპა, მსოფლიო

დასავლეთში კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის საამაყო, მრავალმილიარდიან პროექტს სანქცირების კონტექსტში უკვე ღიად ახსენებენ. საუბარია „ჩრდილოეთის ნახად 2“–ზე რომელიც რუსეთს ევროპის, მათ შორის გერმანიას ბუნებრივი აირით უკრაინის გვერდის ავლით მომარაგების შესაძლებლობას აძლევს.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ნედ პრაისის განცხადებით შემდეგ, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ხსენებულ პროექტში გაზი არ გაივლის და რომ აშშ გერმანიასთან ერთად უზრუნველყოფს პროექტის შეჩერებას, რომლის მშენებლობაც დასრულებულია. იგივე აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმაც გაიმეორა:

„ჩვენს დოკუმენტში უკიდურესად მკაფიოდ იყო გადმოცემული ჩვენი შეშფოთება რუსეთის პოზიციის შესახებ, მა შორის მის მიერ მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევასთან დაკავშირებით. ახლა დიპლომატიის დროა. ეს არის ის, რაც ჩვენ გვსურს, თუმცა თუ პრეზიდენტი პუტინი უარს იტყვის ჩვენს მიერ შეთავაზებული მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზაზე, ჩვენ უნდა ვიყოთ და ვიქნებით მზად.[...]

რაც შეეხება „ჩრდილოეთის ნაკად 2“–ს, ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო და მკაფიო საუბრებს ჩვენს გერმანელ მოკავშირეებთან. თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ წინ ვერ წავა“.

გერმანიის ხელისუფლებას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას უჭერს მხარს უკრაინის გარშემო ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, უკანასკნელ დრომდე ერთმნიშვნელოვნად არ ულაპარაკია, გავრცელდება თუ არა სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზეც“, თუმცა ამასწინათ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ხსენებული პროექტი სწორედ რომ საპასუხო ზომების კონტექსტში ახსენა:

„ევროპული წესრიგის ძირითადი საფუძვლები არ შეიძლება, იყოს მოლაპარაკების საგანი. რთულია საფრთხედ არ შევაფასოთ ის, რომ ათობით ათასი ჯარისკაცი ტანკებითა და საარტილერიო დანადგარებით კონცენტრირებულია უკრაინის საზღვართან მიზეზების განმარტების გარეშე. ჩვენ ყოველთვის გვსურს დიალოგი. ვინც ლაპარაკობს, არ ისვრის. ნათლად განვაცხადეთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების განახლებას სერიოზული შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის. ახალი აგრესიის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საპასუხო ზომების ფართო სპექტრი, მათ შორის ჩრდილოეთის ნაკადი 2“–იც“.

იხილეთ ასევე: უმსხვილესი გერმანული ენერგოკონცერნის ხელმძღვანელი "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის არასაჭიროებაზე ალაპარაკდა

ცნობისთვის: 11–მილიარდ დოლარიანი გაზსადენის მშენებლობა უკვე დასრულებულია, მაგრამ ის არ არის სერტიფიცირებული. ამუშავების შემთხვევაში გაზსადენი ბალტიის ზღვის გავლით მიაწვდის ბუნებრივ აირს ევროკავშირის ქვეყნებს, მათ შორის გერმანიას უკრაინისთვის გვერდის ავლით. აშშ ეწინააღმდეგება პროექტის ექსპლუატაციაში გაშვებას, მაგრამ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციები მოხსნა ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის გერმანიასთან ურთიერთობების გართულების თავიდან აცილების მოტივით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S