Accentnews.ge
„მსურს, ეს გავუხსენო“ – ზურაბიშვილი ლავროვს მოლაპარაკებებისას გაჟღერებულ მისსავე ფრაზას ახსენებს

„მსურს, ეს გავუხსენო“ – ზურაბიშვილი ლავროვს მოლაპარაკებებისას გაჟღერებულ მისსავე ფრაზას ახსენებს

28/01/2022 15:31:48 საგარეო პოლიტიკა

კრემლის მიერ ნატოს–თვის მოთხოვნილი „უსაფრთხოების გარანტიების“ კონტექსტში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას წარსულში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მისი კომუნიკაცია გაიხსენა.

„მინდა, ბატონ ლავროვს გავახსენო, რომ როცა ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები თავის დროზე, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველა ქვეყანას აქვს სრული თავისუფლება, თავისი სუვერენულობიდან გამომდინარე აირჩოს თავისი მოკავშირეები და ალიანსები. ეს, მე მგონი, კარგი საწყისია და მსურს, ეს გავუხსენო“,– განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთამ პრეზიდენტმა სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა:

"მინდა, გამოვაცხადო ჩემი სრული სოლიდარობა და არა მხოლოდ სოლიდარობა. მე მინდა, გამოვხატო იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ იმიტომ, რომ ეს ქმედებები არაფერთან არ მიდის, შედეგი არ მოაქვს. დღევანდელი მსოფლიო არის სხვა. ეს მეოცე საუკუნის ქმედებები ანაქრონულია და ამ ფორმით და ამ მიდგომებით ჩვენ მთლიანად, დემოკრატიული მსოფლიო, ევროპა ვერ დავძლევთ იმ გლობალურ საფრთხეებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არსებობს.

ასე რომ, მინდა იმედის გამოთქმა დღეს, რომ ეს ყველაფერი გადავა იმაში, რაშიც უნდა გადავიდეს, ანუ დიალოგის ფორმატში".

შეგახსენებთ, რომ კრემლი, რომელსაც დიდძალი სამხედრო ძალა ჰყავს მობილიზებული უკრაინის საზღვრებთან, ნატო–სგან, მათ შორის აღმოსავლეთით არგაფართოებით გარანტიებს და ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების ანულირებას მოითხოვს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები. საპასუხოდ, მათ შორის ნატო–ს გენმდივანმა განაცხადა, რომ მოთხოვნა ნატო–ს ფუძემდებლურ პრინციპებს ეწინააღმდეგება და რომ ალიანსის კარი ღია რჩება წევრობის მსურველთათვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S