
რას გულისხმობს უკრაინა–პოლონეთ–ბრიტანეთის ალიანსი: კულება რიგ დეტალებს ამჟღავნებს
01/02/2022 12:42:02 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინა, ბრიტანეთი და პოლონეთი ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს ქმნიან. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მანამდე ფორმატის შესახებ მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა.
„ჩვენ ვქმნით პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს ევროპაში, რომელშიც ჩართულები იქნებიან უკრაინა, ბრიტანეთი და პოლონეთი,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
მოგვიანებით რიგი დეტალები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გაამჟღავნა. კერძოდ, მისი თქმით, სამმხრივი კავშირის შექმნის ინიციატორი უკრაინაა.
"მადლიერი ვარ კოლეგებისა და მეგობრების ლიზ ტრასისა დაზბიგნებ რაუს მიმართ, რომლებიც ცოცხლად გამოგვეხმაურნენ – და უმალვე დაიწყო სამმხრივი მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტოების დონეზე, რომელშიც სამ სახელმწიფოს თანასწორი წვლილი შეაქვს", - განაცხადა კულებამ.
მისივე თქმით, ახალი ფორმატი წარმოადგენს მცირე ალიანსების სტრატეგიის, როგორც უკრაინული პროაქტიური საგარეო პოლიტიკის ნაწილს.
“არსი იმაშია, რომ ჩვენ ვერ დაველოდებით უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას სადღაც განუსაზღვრელ მომავალში, როცა ევროკავშირსა და ნატო-ში მიგვიღებენ. ჩვენ ისინი უკვე დღეს გვჭირდება. ამდენად, ჩვენ უკვე დღეს ვაღწევთ პრაქტიკულ გაძლიერებას, ვაერთიანებთ რა მცირე ალიანსებში მეგობრულ, სულით ახლო მდგომქვეყნებს. ჩვენ ვქმნით უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სარტყელს და ვაძლიერებთ ბალტიისპირეთ-შავი ზღვის ღერძს. ასე გაჩნდა ლიუბლინის სამკუთხედი პოლონეთთან და ლიტვასთან, კვადრიგა თურქეთთან, ასოცირებული ტრიო საქართველოსა და მოლდოვასთან. ყველა მათგანი წარმატებულად ვითარდება, იძენს წონას, უკვე დღეს აძლევს უკრაინას კონკრეტულ უპირატესობებს", - განმარტა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ამასთან, მან დააზუსტა, რომ ახალი ფორმატი არაა ბმაში ლოკალურ გეოგრაფიასთან, არამედ წარმოადგენს იმ ქვეყნების გაერთიანებას, რომლებსაც საერთო პრინციპები, ვაჭრობის განვიტარებისა და უსაფრტხოების განმტკიცებისკენ სწრაფვა აერთიანებთ.
"ვარშავა, კიევი და ლონდონი არა მარტო რეალისტურად აცნობიერებენ ევროპის უსაფრხოებისადმი საფრთხესა და რუსეთის მხრიდან გამოწვევებისთვის შეწინააღმდეგების სტრატეგიას, არამედ სამმხრივი თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გააჩნიათ ვაჭრობის, ინვესტიციების, ენერგეტიკის, მათ შორის განახლებადი წყაროების სფეროებში. ვაერთიანებთ რა ჩვენი ძალისხმევით ატლანტიკას, ბალტიკასა და შავ ზღვას, ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნებისა და მთლიანობაში რეგიონისთვის", - წერს “ფეისბუქში” კულება.
მისივე თქმთ, ახალი ალიანსის ჩამოყალიბების შესახებ განცხადების გაკეთება კიევში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელიზაბეტ ტრასის ვიზიტის დროს იგეგმებოდა, მაგრამ კოვიდით ინფიცირების გამო ვიზიტი შეფერხდა.