Accentnews.ge
საქართველოს საგარეო უწყებაში ბრიტანეთის მთავარ დიპლომატთან ზალკალიანის სატელეფონო საუბრის გადადებას კოვიდს უკავშირებენ

საქართველოს საგარეო უწყებაში ბრიტანეთის მთავარ დიპლომატთან ზალკალიანის სატელეფონო საუბრის გადადებას კოვიდს უკავშირებენ

03/02/2022 09:38:47 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან მინისტრის სატელეფონო ზარი დაგეგმილი იყო მიმდინარე კვირას, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს კოვიდი დაუდასტურდა, ზარი შედგება მისი გამოჯანმრთელების შემდგომ.

„იცით, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს აკავშირებთ განსაკუთრებული პარტნიორობა, ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, ვისთანაც გაერთიანებულმა სამეფომ გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება. სატელეფონო საუბრის დროს ბუნებრივია განსახილველ თემებს შორის იქნება რეგიონული უსაფრთხოების საკითხები“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S