Accentnews.ge
სააკაშვილი წერს, რას გააკეთებდა უკრაინის დასახმარებლად

სააკაშვილი წერს, რას გააკეთებდა უკრაინის დასახმარებლად

03/02/2022 14:07:47 საგარეო პოლიტიკა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით „ფეისბუკზე", მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც აღწერილია, საქართველოს მთავრობის ადგილზე როგორ დაეხმარებოდა უკრაინას. ექსპრეზიდენტის ხედვა 5 პუნქტისგან შედგება:

„რას გავაკეთებდი უკრაინაში ამ უსახურების ნაცვლად, პირველ რიგში:

  • 1. გავაგზავნიდი პრემიერს არამხოლოდ კიევში, არამედ დასავლეთის დედაქალაქებსა და თურქეთში დახმარების მობილიზაციისთვის;
  • 2. გადავცემდი უსასყიდლოდ რამდენიმე „დიდგორს“ და ტყვიაწამლით დატვირთულ თვითმფრინავს (რაც ლიეტუვამ გაგვიკეთა 2008 წელს);
  • 3. გამოვაცხადებდი შეთავაზებას უკრაინელი სამხედროების 1 000 მცირეწლოვანი შვილის დასვენების ჩვენს კურორტებზე;
  • 4. შევუერთდებოდი სამთა კავშირს - ლონდონი, ვარშავა, კიევი;
  • 5. გავაფრთხილებდი მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიებთან ერთად ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას აპირებს (თუ მსოფლიომ წინასწარ არ იმოქმედა, რუსეთი მინიმუმ ცხინვალის ანექსიას გააკეთებს. სულ რომ ბოლომდე შეუძვრეს ივანიშვილი, ეს მისთვის არაფერს ცვლის, ვინაიდან ის დასავლეთს ექიშპება და უგებს ნიშანს და ივანიშვილი სასაცილოდ არ ყოფნის".

რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 100 ათასზე მეტ ჯარისკაცს და სამხედრო ტექნიკას მოუყარა თავი. აშშ-ისა და მისი მოკავშირეების აზრით, ეს შეიძლება მოასწავებდეს, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრას აპირებს.

შეგახსენებ, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ნახსენები არაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S