Accentnews.ge
"საქართველოს, უკრაინის, ბელარუსისა და მოლდოვას დამოუკიდებლობას პატივი უნდა ვცეთ"

"საქართველოს, უკრაინის, ბელარუსისა და მოლდოვას დამოუკიდებლობას პატივი უნდა ვცეთ"

08/02/2022 06:40:46 პოლიტიკა

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, პატივი უნდა სცენ საქართველოს, უკრაინის, ბელარუსისა და მოლდოვას სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

მისი თქმით, ესეც კოლექტიური უსაფრთხოების ნაწილია.

"არ ვფიქრობ, რომ ახალი პირობების ჩამოყალიბება უნდა მოხდეს შეთანხმებების, ან ჩვენი ფუნდამენტური პრინციპების ნაწილობრივი გადახედვით, ან ევროპული სახელმწიფოების უფლებების დარღვევით. ჩვენ უნდა ავაშენოთ უსაფრთხოება იმ სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემით, რომლებიც არ არიან ევროკავშირის ან ნატოს წევრები, მაგრამ მდებარეობენ რეგიონში. ბელარუსი, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა - ქვეყნები, რომელთა სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას პატივი უნდა ვცეთ, რადგან ესეც ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ნაწილია", – განაცხადა მაკრონმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ.

იხილეთ ასევე: რა თქვეს პუტინმა და მაკრონმა 6–საათიანი შეხვედრის შემდეგ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S