
ადეიშვილზე თავდასხმის ამსახველი კადრები გავრცელდა (ვიდეო)
09/02/2022 09:36:06 სამართალი
საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრ, ამჟამად უკრაინის გენპროკურორ ზურაბ ადეიშვილზე თავდასხმის ამსახველი კადრები გავრცელდა.
როგორც კადრებიდან ირკვევა, თავდასხმის რამდენიმე ეპიზოდს ჰქონდა ადგილი.
კადრებში სულ მცირე, სამი თავდამსხმელი ჩანს, მათგან ორი თავდასხმაში აქტიურად მონაწილეობდა, ხოლო კიდევ ერთი პროცესს იღებდა.
თავდამსხმელები სავარაუდოდ, ქართველები იყვნენ, რადგან ქართულ ენაზე მიმართვა ისმის.
შეგახსენებთ, რომ ადეიშვილზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ 7 თებერვალს გაავრცელა.