
"მუნჯის საუბარი ყრუსთან" – ლავროვი ბრიტანელ კოლეგასთან შეხვდრას აფასებს
10/02/2022 12:36:05 ევროპა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასთან მოლაპარაკებები შეაფასა, როგორც "მუნჯის საუბარი ყრუსთან".
"იცით, რომ დღეს დეტალურად ვისაუბრეთ. გულწრფელად გითხრათ, იმედგაცრუებული ვარ, გამოგვდის მუნჯის საუბარი ყრუსთან, თითქოს ვუსმენთ, მაგრამ არ გვესმის", - განაცხადა ლავროვმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ლავროვი ამბობს, რომ ბრიტანელი კოლეგები ან არ იცნობენ ან მთლიანად უგულებელყოფენ რუსეთის განმარტებებს უკრაინის საკითხზე.
ამასთან განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს.
შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლიზ ტრასმა სერგეი ლავროვი გააფრთხილა, "ჯერ კიდევ გაქვთ დრო , შეწყვიტოთ აგრესია უკრაინის მიმართ".