Accentnews.ge
„ამაზრზენი“ – ლიტვაში პუტინის მიმართვა შეაფასეს

„ამაზრზენი“ – ლიტვაში პუტინის მიმართვა შეაფასეს

11/02/2022 07:17:15 ევროპა

ლიტვის მთავრობის ხელმღვანელმა ინგრიდ შიმონიტემ „ამაზრზენი“ უწოდა კრემლის ლიდერის ვლადიმირ პუტინის გამონათქვამს უკრაინის ხელისუფლებისადმი, „მოითმინე, ჩემო ლამაზო“, – ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებასთან ინტერიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, ეს უბრალოდ ამაზრზენია. ვწუხვარ, ერ–ერთი მსხვილი სახელმწიფოს ლიდერი ბედავს, გამოიყენოს მსგავსი რიტორიკა სხვა ქვეყანასთან მიმართებაში“,– განაცხადა საკითხის კომენტირებისას შიმონიტემ.

შეგახსენებ, რომ პუტინმა ფრანგ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინის ხელისუფლების მისამართით სექსუალურად დამამცირებელი მიმართვა გამოიყენა, „მოგწონს, არ მოგწონს, მოითმინე, ჩემო ლამაზო“. საპასუხოდ ზელენსკიმ ასევე მაკრონთან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „უკრაინა ნამდვილად ლამაზია, მაგრამ არა რუსეთის“ და დასძინა, რომ ქვეყანა პროვოკაციებს ღირსეულად ხვდება.

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტები დაინტერესდნენ, როგორ მიიღეს აშშ–ში პუტინის გამონაქვამი და როგორ აისახება ეს ქვეყნებს შორი დიპლომატიურ დიალოგზე.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკმა აღნიშნა, რომ აშშ არასდროს დუმს, როდესაც პუტინი და რუსეთის წარმომადგენლები საჯაროდ ტყუიან:

„პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ გაუპატიურების შესახებ ყოველგვარი ხუმბორასავარაუდოდ, აღაშფოთებს ყველა ხელისუფლებას, განურჩევლად იმისა, ამერიკელი თანამდებობის პირი იტყვის მას თუ უცხოელი. ჩვენ არასდროს შეგვიკავებია თავი რიგ განცხადებებთან მიმართებაში, რომელიც მოდის პრეზდენტ პუტინისა თუ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. და რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა არ ყოფილა რაღაც...“.

მოგვიანებით პუტინმა თავი იმართლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S