
ევროპარლამენტის დეპუტატი ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებზე მტკიცე საერთაშორისო რეაგირებას ითხოვს
30/08/2019 09:58:29 კონფლიქტები
ევროპარლამენტის დეპუტატი, პოლონელი პოლიტიკოსი ანა ფოტიგა სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებზე მტკიცე საერთაშორისო რეაგირებას ითხოვს.
"რუსული საოკუპაციო ძალებისა და ოსური მილიციის კონცენტრაცია ქართულ სოფელ ჩორჩანას მახლობლად პროვოკაციისა და შემდგომი ესკალაციის საფრთხეა. საჭიროა მტკიცე საერთაშორისო რეაგირება", – წერს ევროპარლამენტარი "ტვიტერში" პირად გვერდზე.
ამასთან, ევროპარლამენტარი აუცილებლად მიიჩნევს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 2020 წლის ბიუჯეტის გაზრდასაც.