Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე:"არსებობს დესტრუქციის გარკვეული საფრთხე"

ირაკლი კობახიძე:"არსებობს დესტრუქციის გარკვეული საფრთხე"

19/05/2019 05:38:32 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზუგდიდში დესტრუქციის გარკვეული საფრთხე არსებობს.

ირაკლი კობახიძე ზუგდიდში მიმდინარე პროცესებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ორი თვის განმავლობაში, საარჩევნო პროცესებმა აბსოლუტურად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ერთ-ერთმა მხარემ პროცესში ხელოვნურად არეულობის შეტანა სცადა, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა.

„დღეს, ზუგდიდში მათი მხარდაჭერების არაპროპორციული კონცენტრაცია ფიქსირდება, შესაბამისად, დესტრუქციის გარკვეული საფრთხე არსებობს. ჩვენს აქტივისტებს მინდა შევახსენო, რომ პროვოკაციებზე რეაგირება არის არა მათი, არამედ სამართალდამცავი ორგანოების ფუნქცია. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებ, სიმშვიდე შეინარჩუნონ და ამგვარ გადაცდომებზე რეაგირებისგან თავი შეიკავონ. სამართალდამცავ ორგანოებს კი მოვუწოდებ, ყველა ზომა მიიღონ, რათა უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში და დარღვევების გარეშე წარმართვა“, – აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს, საარჩევნო პროცესს ყურადღებით დააკვირდნენ.

„ამომრჩეველს აქტიურობისაკენ მოვუწოდებ. მაღალი აქტივობის პირობებში შესაძლებელია არჩევნები ყველა საარჩევნო ოლქში პირველივე ტურში დასრულდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები აირჩევენ, ღირსეულ მაჟორიტარ დეპუტატს მთაწმინდაზე, ღირსეულ მერებსა და საკრებულოს ღირსეულ წევრებს“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში იმართება. დღეს მერებს აირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში.

მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S