
ბიბილოვი: "წნელისში ბლოკ-პოსტს განვათავსებთ"
30/08/2019 13:36:16 კონფლიქტები
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ოკუპირებულ სოფელ წნელისში პოლიციის ბლოკ-პოსტს განათავსებს.
ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.
„სამხრეთ ოსეთის პოზიცია უცვლელი რჩება - ქართულმა მხარემ უნდა აიღოს თავისი პოსტი. ტექნიკური შეხვედრა დამთავრდა, საერთო აზრამდე ჯერ ვერ მივედით. მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება. უშიშროების კომიტეტს დაევალა პოსტის დაყენება, რომ ხალხმა ამ სოფელში თავი დაცულად იგრძნოს“, - განაცხადა ბიბილოვმა.