Accentnews.ge
უკრაინის პოლიცია საგანგებ რეჟიმზე  გადავიდა

უკრაინის პოლიცია საგანგებ რეჟიმზე  გადავიდა

14/02/2022 20:02:01 ევროპა

უკრაინის ეროვნული პოლიცია 14–დან 19 თებერვლამდე მუშაობის საგანგებ რეჟიმზე გადადის.

როგორც უწყების ხელმძღვანელმა იგორ კლიმენკომ განმარტა, ეს პანიკის დამატებითი საფუძველი არ უნდა გახდეს, რადგან მიზანი მოქალაქეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მეტად ოპერატიული რეაგირებაა.

მისი თქმით, გაიზრდება პატრულირება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით.

გარდა ამისა, განლაგდება დამატებითი სიტუაციური ცენტრები, რომლებიც ქვეყანაში ოპერატიულ ვითარებას 24–საათიან რეჟიმში ადევნებენ თვალს; დაცვის ქვეშ აიყვანენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, თვითმმართველობისა და სახელმწიფო დაწესებულებების შენობებს.

ცნობისთვის: დასავლური მედიასაშუალებები წერენ, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას უახლოეს დღეებში – 15 ან 16 თებერვალს განახორციელებს. როგორც „პოლიტიკო“ აშშ–ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წყაროზე დაყრდნობით იუწყება, თარიღი – 16 თებერვალი ჯო ბაიდენმა მოკავშირეებთან საუბრისას დაასახელა.

თავის მხრივ უკრაინამ 16 თებერვალი ერთიანობის დღედ გამოაცხადა. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ცნობით კი, უკრაინელი ძალოვანები 16–17 თებერვალს თავდასხმის საშიშროებას ვერ ხედავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S