Accentnews.ge
CBS: რუსეთმა უკრაინის საზღვართან განლაგებული არტილერია და სარაკეტო სისტემები საცეცხლე პოზიციაზე გადაიყვანა

CBS: რუსეთმა უკრაინის საზღვართან განლაგებული არტილერია და სარაკეტო სისტემები საცეცხლე პოზიციაზე გადაიყვანა

15/02/2022 06:02:50 ევროპა

რუსეთმა უკრაინის საზღვართან განლაგებული გრძელ მანძილზე მოქმედი არტილერია და სარაკეტო სისტემები საცეცხლე პოზიციაზე გადაიყვანა, რუსეთის სამხედრო დანაყოფების ნაწილიც საცეცხლე პოზიციებისკენ გადაადგილდება, – იუწყება CBS ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, აშშ-ის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ რუსეთი უკრაინას მიმდინარე კვირის ბოლოსთვის დაესხმება თავს, თუმცა ჯერ გაურკვეველია, რა ფორმით.

აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ამჟამად რუსეთს ფართომასშტაბიანი ინტერვენციის დასაწყებად საჭირო ძალების 80% ჰყავს მობილიზებული, დანარჩენი დანაყოფები კი გზაშია.

იხილეთ ასევე: CIT: შესაძლო შეჭრისთვის რუსული ჯარების მომზადება "პრაქტიკულად დასრულებულია"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S