
"რუსეთმა მყისიერად უნდა შეწყვიტოს თავისი დესტრუქციული ქმედება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს"
31/08/2019 10:39:57 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის მზარდი მილიტარიზაცია აღმაშფოთებელი და მიუღებელია, - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"პუტინი და მისი მთავრობა განაგრძობს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის უხეშად უგულებელყოფას. რუსეთმა მყისიერად უნდა შეწყვიტოს თავისი დესტრუქციული ქმედება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს" - ნათქვამია განცხადებაში.