Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვა: "ოკუპანტებმა დღეს 34-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათგან 28-ჯერ მინსკის ხელშეკრულით აკრძალული იარაღის გამოყენებით"

უკრაინის თავდაცვა: "ოკუპანტებმა დღეს 34-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათგან 28-ჯერ მინსკის ხელშეკრულით აკრძალული იარაღის გამოყენებით"

17/02/2022 15:02:37 ევროპა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში 34-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათ შორის – 28-ჯერ მინსკის ხელშეკრულებებით აკრძალული იარაღის გამოყენებით.

როგორც სამინისტრო იუწყბა, დაიბომბა 27 დასახლებული პუნქტი, დაზიანებულია შენობები და კომუნალური ინფრასტრუქტურა, დაჭრილია ოთხი ადამიანი: ორი სამოქალაქო პირი, ორიც უკრაინის გაერთიანებული ძალების სამხედრო.

აქმავ წყაროს ცნობით, რუსეთის სამხედრო ფორმირებებმა საარტილერიო იარაღის გამოყენებით დაბომბეს დასახლებული პუნქტი „ვრუბივკა“; დაზიანებულია სკოლის შენობა, რომელშიც დაბომბვის დროს მოსწავლეები იმყოფებოდნენ; ასევე დაზიანდა გაზსადენი, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი.

ამასთან, სამინისტროს მონაცემებით, პრორუსულმა ძალებმა მძიმე საარტილერიო იარაღის გამოყენებით დაბომბეს დასახლებული პუნქტი „სტანიცა ლუგანსკა“, სადაც დაზიანდა საბავშვო ბაღის შენობა. დაშავებულია სამი ადამიანი.

უკრაინის პრეზიდენტმა მომხდარი პროვოკაციად შეაფასა.

"რუსული ძალების მიერ საბავშვო ბაღის დაბომბვა - დიდი პროვოკაციაა. მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატები და ეუთო დარჩნენ უკრაინაში - მონიტორინგის საქმიანობა შეკავების დამატებითი ფაქტორია. ჩვენ გვჭირდება ეფექტური მექანიზმი ყველა დარღვევის გამოსასწორებლად", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S