Accentnews.ge
საოკუპაციო ბანერზე უკრაინის მხარდამჭერი წარწერის გამო ოკუპირებულ ცხინვალში გამოძიება დაიწყეს

საოკუპაციო ბანერზე უკრაინის მხარდამჭერი წარწერის გამო ოკუპირებულ ცხინვალში გამოძიება დაიწყეს

17/02/2022 18:31:11 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის „უშიშროების კომიტეტი“ საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ორჭოსანთან ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკრაინის დროშის ფერებში შეღებვას სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

დე ფაქტო „კა-გე-ბე" საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს "რევანშისტული განწყობების ზრდაში და უკრაინის მხარდაჭერაში დონბასის თვითაღიარებული რესპუბლიკების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიაში".

„კა-გე-ბე"-ს ცნობით, ამ ფაქტმა შესაძლოა გამოიწვიოს ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავება.

„14 თებერვალს, ლენინგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარედ, საქართველოს უცნობმა მოქალაქეებმა დაარღვიეს სახელმწიფო საზღვარი და ვანდალიზმი ჩაიდინეს სამხრეთ ოსეთის კაგებეს სასაზღვრო სამსახურის ინფრასტრუქტურის მიმართ. საღებავით მოხატეს საზღვრის აღმნიშვნელი საინფორმაციო აბრა. აღნიშნულ ფაქტზე რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიმდინარეობს გამოძიება. მომხდარი ინციდენტის შემდეგ ამოქმედდა ცხელი ხაზი და ეს საკითხი განიხილება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე.“ -ვკითხულობთ განცხადებაში.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი განმარტავს, რომ ეს ინციდენტი სისხლის სამართლის დანაშაულია და ე.წ სახელმწიფო საზღვარზე შეღწევის ყველა შესაძლო მიმართულება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ძალების კონტროლისა და გავლენის ზონებშია.

14 თებერვალს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან არსებული ერთ-ერთ ე.წ სასაზღვრო ბანერს სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია"-ს აქტივისტებმა უკრაინის მხარდამჭერი ტექსტი დააწერეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S